Saturday, January 31, 2026

სწორი და დაბალანსებული კვება

  1. რა არის ჯანსაღი საკვები?

ჯანსაღი საკვები არის ისეთი საკვები, რომელიც ორგანიზმს აძლევს საჭირო ენერგიას და სასარგებლო ნივთიერებებს.ის ხელს უწყობს ზრდას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას და კარგი თვითშეგრძნების ქონას. ჯანსაღი კვება ნიშნავს მრავალფეროვანი და ზომიერი საკვების მიღებას.

იხილოთ აქ




2. ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ვიტამინები

ცილები საჭიროა კუნთების, ქსოვილებისა და ორგანიზმის აღდგენისთვის. ისინი გვხვდება ხორცში, თევზში, კვერცხში, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში. ნახშირწყლები ორგანიზმის მთავარი ენერგიის წყაროა. მათ ვიღებთ პურში, მარცვლეულში,კარტოფილსა და ხილში. ცხიმები ასევე გვაძლევს ენერგიას და ეხმარება ვიტამინების ათვისებას. სასარგებლო ცხიმებია თხილში, თესლში, ზეთში და თევზში. ვიტამინები აუცილებელია იმუნიტეტისა და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. ისინი ძირითადად ხილსა და ბოსტნეულშია.


იხილოთ იქ


3.კვების პირამიდა

კვების პირამიდა გვაჩვენებს, რომელი საკვები უნდა მივიღოთ ხშირად და რომელი-იშვიათად. ქვედა ნაწილში არის მარცვლეული და ბოსტნეული, რომლებიც ყოველდღიურად საჭიროა. შუა ნაწილშია ცილოვანი პროდუქტები და რძის ნაწარმი, ზედა ნაწილში კი ტკბილეული და ცხიმიანი საკვები, რომლებიც მცირე რაოდენობით უნდა მივიღოთ.


იხილოთ იქ

No comments:

Post a Comment